დავით ვოლკოვი "საბურთალოში" დარჩა
დავით ვოლკოვი "საბურთალოში" დარჩა

დავით ვოლკოვმა უცხოეთში წასვლას საქართველოში დარჩენა ამჯობინა და ”საბურთალოსთან” ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.

22 წლის თავდამსხმელი თბილისურ კლუბს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში ვოლკოვი “საბურთალოს” ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მან გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

ქუთაისის ”ტორპედოსთან” ერთად, ”საბურთალო” ეროვნული საფეხბურთო ლიგის იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომლებმაც შარშანდელი შემადგენლობა შეინარჩუნეს და კიდევ უფრო გაძლიერდნენ.