დავით უსუფაშვილი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მსოფლიოსგან ითხოვენ დახმარებას და ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოიკოჭლებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი გადასაწყვეტია, ხელისუფლებაში ვინ იყოს
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სცალიათ ყველასთვის, რადგან მთელი მსოფლიოსგან ითხოვენ დახმარებას და ხედავენ, რომ რაღაც საკითხებში საქართველოს ხელისუფლება მოიკოჭლებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი გადასაწყვეტია, ხელისუფლებაში ვინ უნდა იყოს ან საქართველომ ვის მიმართ რა პოზიცია დაიკავოს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
ამავდროულად, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, დაუწესოს სანქცია სხვა ქვეყნის მოქალაქეს, თავის ქვეყანაში არ შეუშვას, გააძევოს და ა.შ.
„უკრაინის ხელისუფლება რომ ამას აპირებს, ეს მათი გადასაწყვეტია. ის, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები იძლეოდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში დახმარებას ან რჩევა-დარიგებას, ამას სერიოზულად არ ვიღებ, რადგან ომში არიან და შესაძლოა, რაღაცას ვერ ზომავენ, ჩემთვის ეს არ არის სერიოზული განცხადება, რომელსაც ყურადღებას მივაქცევ. მათ სცალიათ ყველასთვის, რადგან მთელი მსოფლიოსგან დახმარებას ითხოვენ და ხედავენ, რომ რაღაც საკითხებში საქართველოს ხელისუფლება მოიკოჭლებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი გადასაწყვეტია, ხელისუფლებაში ვინ უნდა იყოს ან საქართველომ ვის მიმართ, რა პოზიცია უნდა დაიკავოს. ჩვენ შეგვიძლია, ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, ქვეყანაში არ შემოვუშვათ. ჩვენ დაწესებული გვაქვს ოკუპაციის კანონი და შეზღუდვები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.