დავით უსუფაშვილი - სჯობს, ივანიშვილმა ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მომავალში მოღალატეებად გამოაცხადებს
დავით უსუფაშვილი - სჯობს, ივანიშვილმა ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მომავალში მოღალატეებად გამოაცხადებს

სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით უსუფაშვილმა შეაფასა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

„სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, მას კიდევ ვინ უღალატებს, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, შემდეგ უწოდებს მას – მოღალატეს და რას არ უწოდებს. ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

დატოვე კომენტარი