დავით უსუფაშვილი - შემაშფოთებელია მთავრობის განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები, გაგება იმის, თუ რა არის ხელისუფლების დანაწილება და სახელმწიფოს მეთაურის როლი
დავით უსუფაშვილი - შემაშფოთებელია მთავრობის განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები, გაგება იმის, თუ რა არის ხელისუფლების დანაწილება და სახელმწიფოს მეთაურის როლი

მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, თვალდახუჭულმა მოაწეროს ხელი ქაღალდს, რომელსაც დაუდებენ და შიგნით რა წერია, არ უნდა ჩახედოს. პოლიტიკურ ენაზე გვეუბნებიან, ჩვენს ერთპიროვნულ მმართველობაში ნურავინ ჩაერევითო, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, ეს არის ნაბიჯი ერთპიროვნული მმართველობისკენ.

„ძალიან მაინტერესებს, თავად საკონსტიტუციო სასამართლო რას იტყვის სარჩელის თაობაზე – სად წერია, რომ პრეზიდენტს რაიმე განმარტებების უფლება აქვს და ამ თემაზე არ აქვს უფლება. დაველოდოთ, პროცესი ყველაფერს გვაჩვენებს. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მთავრობის განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები არის შემაშფოთებელი. ანუ, გაგება იმის, თუ რა არის ხელისუფლების დანაწილება და სახელმწიფოს მეთაურის როლი. ამ სისტემაში ადგილი არის წარმოუდგენლად ცალმხრივად გაგებული, დანახული. სასამართლოში განხილვის პროცესში მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, თუ ამის საშუალება იქნება. ეს არ ეხება „ოცნებას“ და ზურაბიშვილს, ეს ეხება ქართულ სახელმწიფოს, ინსტიტუტებს. მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, თვალდახუჭულმა მოაწეროს ხელი ქაღალდს, რომელსაც დაუდებენ და შიგნით რა წერია, არ უნდა ჩახედოს, ამას გვეუბნებიან. პოლიტიკურ ენაზე გვეუბნებიან, ჩვენს ერთპიროვნულ მმართველობაში ნურავინ ჩაერევითო, მათ შორის გარეთაცო. შიგნით ხომ ვერ ერევითო და პრეზიდენტი რაშიც მონაწილეობს, მასში ნურავინ ჩაერევითო. ეს არის ნაბიჯი კიდევ ერთი ერთპიროვნული და ავტორიტარული მმართველობისკენ. საპარლამენტო მოდელზე რომ გადავედით, ამით მთავრობას კი არ ვეჩუქეთ და ვაჩუქეთ საქართველო, არამედ დავანაწილეთ ძალაუფლება. წინ საინტერესო პროცესი გველოდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.