დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

01:13, 07.11.2017

დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა პირველი არხის თოქშოუში სტუმრობისას განაცხადა.

„არ გამოვრიცხავ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. გვექნება მსჯელობა. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გეგმა და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იქნება გაცილებით ადრე ცნობილი, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ მაკა ცინცაძესთან ერთად.

მსგავსი