დავით უსუფაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ვთავაზობ, „ბნელებთან“ კი არა, ჩემთან დებატებს დათანხმდეს
დავით უსუფაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ვთავაზობ, „ბნელებთან“ კი არა, ჩემთან დებატებს დათანხმდეს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დებატებს სთავაზობს.

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, „ბნელი ძალები“ გამოეწვია დებატებში, რათა მათ ფონზე ნათელი გამოჩნდეს. მე ვთავაზობ ქალბატონ სალომეს, „ბნელებთან“ კი არა, ჩემთან დებატებს დათანხმდეს და აქ წარმოაჩინოს თავისი უპირატესობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.