დავით უსუფაშვილი - გრიგოლ ვაშაძე პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილს გვთავაზობს პრეზიდენტად
დავით უსუფაშვილი - გრიგოლ ვაშაძე პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილს გვთავაზობს პრეზიდენტად

სალომე ზურაბიშვილი არ არის მოღალატე, ის არის შეუფერებელი პრეზიდენტობისთვის, გრიგოლ ვაშაძე კი პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილს გვთავაზობს პრეზიდენტად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„კიდევ უარესია ბატონი ვაშაძე, რადგან ის თავის თავს კი არ გვთავაზობს პრეზიდენტად, ის პრაქტიკულად სააკაშვილს გვთავაზობს! სააკაშვილს ჩამოვიყვანო, მოქალაქეობას მივცემ და შევიწყალებო

დასვამს მერე ალბათ მიშას აქ და თვითონ ივლის აქით იქით. ყველა, ვინც ლაპარაკობს, რომ სააკაშვილს აღუდგენს საქართველოს მოქალაქეობას, ასეთი ადამიანების არა თუ პრეზიდენტად, საერთოდ საჯარო სამსახურში ყოფნა არის სახიფათო ამ ქვეყნისთვის!

სამი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აყვანილია სახელმწიფოს სიმბოლოების, დროშის, ჰიმნის, გერბის დონეზე. ამიტომ, თუ ისინი უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე და ასე შებღალავენ ქართულ სახელმწიფოს, მათ არასოდეს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების უფლება. ეს უნდა შეეხოს სააკაშვილსაც და უსუფაშვილსაც, თუ ამ სისულელეს ჩაიდენს ოდესმე, და ყველა, ვინც ლაპარაკობს, რომ სააკაშვილმა თვითონ კი არ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, არამედ მარგველაშვილმა წაართვაო, ეს ადამიანები ან სუპერ უვიცები არიან, ან სუპერუსინდისოები“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.