დავით უსუფაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე საერთაშორისო კონსილიუმი იმიტომ იყო საჭირო, რომ ამ ადამიანისადმი რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს, ობიექტური და სანდო დასკვნა გვქონოდა
დავით უსუფაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე საერთაშორისო კონსილიუმი იმიტომ იყო საჭირო, რომ ამ ადამიანისადმი რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს, ობიექტური და სანდო დასკვნა გვქონოდა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა და კვალიფიციურმა საერთაშორისო კონსილიუმმა. არ შეიძლება, მე და თქვენ მისი ვიზუალით ვიმსჯელოთ, რა სჭირს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, „ადამიანი შესაძლოა, გარეგნულად კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ რაღაც ისეთი სჭირდეს, რის გამოც გადასაყვანი იყოს“.

„ვთვლით, რომ კონსილიუმის დასკვნაა საჭირო და რაც ხდება, როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, სრულიად საწინააღმდეგოა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებთან. არ შეიძლება, ამ თემაზე დისკუსია იყოს და ყველა ერთმანეთს აბრალებდეს ყველაფერს. ვიღაც ამ ამბავს შეხედავს და იტყვის, რომ პატიმარი ამაზე უარეს მდგომარეობაში მიხილავს ციხეში და მას რატომ არ უშვებთო, ვიღაც იტყვის, კი მაგრამ ადამიანი ასეთ მდგომარეობაში არისო. ეს ყველაფერი არასერიოზული მსჯელობაა. საერთაშორისო კონსილიუმი იმიტომ იყო საჭირო, რომ, ამ ადამიანის მიმართ რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს, ობიექტური და სანდო დასკვნა უნდა გვქონოდა, რომელიც სპეკულაციების საგანი არ იქნებოდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.