დავით უსუფაშვილი - სააკაშვილთან ერთად წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა
დავით უსუფაშვილი - სააკაშვილთან ერთად წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა

ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

​ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა. ჩვენ კი „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი. ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია, მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.