დავით უსუფაშვილი - თავდებობის ინსტიტუტი შეეხება წინასწარ პატიმრობას და არა უკვე იმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი
დავით უსუფაშვილი - თავდებობის ინსტიტუტი შეეხება წინასწარ პატიმრობას და არა უკვე იმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი

თავდებობის ინსტიტუტი შეეხება წინასწარ პატიმრობას და არა უკვე იმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს თუ სჭირდება მკურნალობა უცხოეთის კლინიკაში, სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველყოს.

„ლელოს“ თავდებობაც და თავდადებაც ის არის, რომ დაუღალავად ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოწვეული იყოს კვალიფიციური საერთაშორისო სამედიცინო კონსილიუმი და მის დასკვნას დაეყრდნოს ხელისუფლება. თუ მას სჭირდება მკურნალობა უცხოეთის კლინიკაში, სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველყოს. რაც შეეხება თავდებობის ინსტიტუტს, ეს შეეხება წინასწარ პატიმრობას და არა უკვე იმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.