დავით უსუფაშვილი - ქვეყანა არის უფსკრულში და აქედან ამოყვანაა საჭირო
დავით უსუფაშვილი - ქვეყანა არის უფსკრულში და აქედან ამოყვანაა საჭირო

ჩვენ ამნისტიას უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების ინსტრუმენტს და სწორედ ამ სულისკვეთებითაა ჩვენი ოპოზიციური კანონპროექტი პარლამენტში. ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ არ გაკეთილშობილებულა, ის დარჩა ისეთი როგორიც იყო, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მუშაობას განაგრძობს.

„ქართული ოცნებისგან“ ჩვენ მიჩვეული ვართ შეთანხმებული დოკუმენტების მერე დე ფაქტო რევიზიას, რაღაც ხვრელების გამოძებნას, რადგან ეს შეთანხმება მათ არ უნდოდათ, არ უნდოდათ არანაირი მექანიზმი ვადამდელ არჩევნებამდე მიმავალი. ცხადია, შეეცდებიან, რაღაც პრობლემები შექმნან. ჩვენ არ ვაპირებთ მიშელის დოკუმენტის ეგიდით რაიმე ისეთის გაკეთებას, რაც არც საღ აზრთან არის კავშირში და არც იმ პროცესის მოგვარებასთან, რაც ჩვენ გვინდა. მმართველ პარტიას ცუდი დღე უდგას. ფაქტია, რომ ცუდადაა საქმე. არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე ევროკავშირის უმაღლესი პირის ორჯერ ჩამოსვლა რომ გახდება საჭირო იმიტომ, რომ მთავრობა ვერ აგვარებს ამ ქვეყანაში თემეებს და საკითხებს, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ძალიან რთული პროცესი იქნება, მაგრამ ქვეყანა არის უფსკრულში, უფსკრულთან კი არ არის, უფსკრულშია და აქედან ამოყვანაა საჭირო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.