დავით უსუფაშვილი - პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში დაპირისპირების იარაღი აღმოჩნდა
დავით უსუფაშვილი - პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში დაპირისპირების იარაღი აღმოჩნდა

ხელისუფლება რეალობის განცდას კარგავს და მიიჩნევს, რომ თუ მეორე მხრიდან რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს, რაშიც მან ქვეყანა გახვია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი და „ქართული ოცნების”  ხელში გათიშულობის, დაპირისპირებისა და ქვეყანაში დიდი პრობლემების შექმნის იარაღი აღმოჩნდა.

„ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს, ახლა უკვე სხვა მიმართულებით დიდი შეცდომები დაუშვას. ამის საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობითაც და არჩევნებისთვის მზადებითაც. ჩვენ ყველანი ამით ვართ დაკავებულნი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.