დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველა, მართალიც და მტყუანიც, ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ
დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველა, მართალიც და მტყუანიც, ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ

პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ვადებსა და პირობებზე შეთანხმებაა. როგორც უსუფაშვილი ამბობს, დღეიდან სწორედ ამ რთულ საქმეს მოახმარს ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს.

„როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ… ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება“, – განცხადა დავით უსუფაშვილმა.