დავით უსუფაშვილი - პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, დაინტერესებული ვართ, რომ ყველა ჩვენს წინადადებებს ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა
პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, დაინტერესებული ვართ, რომ ყველა ჩვენს წინადადებებს ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა და ჩვენ მხარი დავუჭიროთ იმ წინადადებებს, რომელიც ექნებათ სხვებს და ჩვენთვის იქნება მისაღები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
„მათ შორის „ქართული ოცნება“ რასაც კომიტეტის სხდომაზე მოიტანს, გნებავთ ერთად წავიკითხოთ და ნახავთ, როგორ წავიკითხავთ და შევისწავლით ამ ყველაფერს. „ქართული ოცნების“ წრეებიდან გამოვიდა საკითხი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ მართლმსაჯულებაში უკეთ გათვალისწინების თაობაზე. სამი თუ ოთხი პუნქტი იყო, რომელიც წავიკითხე ყურადღებით, სამივე ნორმალურია, მაგრამ მგონია, რომ არასაკმარისია. შესაბამის დროს, როცა კანონპროექტად იქნება წარმოდგენილი, მექნება კონკრეტული წინადადებები, რა მომწონს და რა არ მომწონს. აბა, რა გგონიათ ახლა, აქ ვთამაშობ, რომ ვდგავარ და ამ ქვეყანას თამაში სჭირდება, ან ჩემგან, ან ოცნებისგან?! გადამწყვეტი მომენტია, ან წინ ევროპისკენ, ან უკან რუსეთისკენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.