დავით უსუფაშვილი - „ომეგა-ჯგუფზე“ სერიალები გაგრძელდება და ხელისუფლებას რატომ აწყობს ამაზე დუმილი ან ხელის აქნევა, არ მესმის
დავით უსუფაშვილი - „ომეგა-ჯგუფზე“ სერიალები გაგრძელდება და ხელისუფლებას რატომ აწყობს ამაზე დუმილი ან ხელის აქნევა, არ მესმის

სერიალები გაგრძელდება და ხელისუფლებას რატომ აწყობს ამაზე დუმილი ან ხელის აქნევა, არ მესმის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „ომეგა-ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, ხელისუფლებაში გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი, რომელიც დაინახავს, რომ თუ ხელისუფლებამ ამ საკითხში სიცხადე დროზე არ შეიტანა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე ყოველდღე გვექნება ჩანაწერების ხილვის ბედნიერება და ამის თაობაზე სპეკულაციები. ამით დაზარალდება ხელისუფლება. მე არ მესმის, დღემდე როგორ ვერ ხვდებიან და როგორ მიიჩნევენ, რომ თუ არაფერს გააკეთებენ, ამით არაფერი მოხდება.

ფაქტია, რომ ზაზა ოქუაშვილმა მხოლოდ ახლა დაიწყო ამ თემებზე საუბარი. ეს ნიშნავს, რომ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში სიამტკბილობაში იყო ეს ხალხი, ყველა ვინც ამ სიტუაციაში იყო ჩართული და უამრავი რამ აქვთ, როგორც ჩანს, ერთმანეთთან ნათქვამი. ასე რომ, სერიალები გაგრძელდება და ხელისუფლებას რატომ აწყობს ამაზე დუმილი ან ხელის აქნევა, არ მესმის“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.