დავით უსუფაშვილი - ნონა მამულაშვილი ამბობს, პარლამენტიდან წასვლა მინდაო, ვეუბნები, წადი, აქ ჩემ გამო შემოვიდა?
დავით უსუფაშვილი - ნონა მამულაშვილი ამბობს, პარლამენტიდან წასვლა მინდაო, ვეუბნები, წადი, აქ ჩემ გამო შემოვიდა?

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის დატოვება თუ ვინმეს სურს, ეს უნდა გააკეთოს.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ნონა მამულაშვილს თავისმა პარტიამ უნდა გასცეს პასუხი.

„თუ არ უნდა, დატოვოს პარლამენტი, რა პრობლემაა? ანუ, რას ამბობს, ვერ ვივარგე პარლამენტში და ამიტომ წავიდეო? – წავიდეს. ანუ, პარლამენტში სუსტი ვარ და უნდა წავიდეო? – წავიდეს. სხვა რა ვთქვა? მისგან ამ თემის წამოწევა რატომ ხდება, მართლა არ ვიცი. ასეთი განცხადებები „ლელოს“ არ ასუსტებს, თავისმა პარტიამ თავად გასცეს პასუხი. აგერ ვდგავარ მე, მამულაშვილი ამბობს წასვლა მინდა და ვეუბნები – წადი-თქო. აქ ჩემ გამო შემოვიდა?, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს.

„ჩემი პირადი აზრია, ამ შემთხვევაში პარლამენტიდან გამოსვლა, ოღონდ მთლიანი ოპოზიციის. ერთი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა არაფერს ცვლის. მთლიანი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა „ქართულ ოცნებას“.