დავით უსუფაშვილი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს დიდ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს
დავით უსუფაშვილი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს დიდ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს დიდ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას თავად იღებს.

„ნინო ბურჯანაძე როცა ჩამოვა, თავად უნდა მოყვეს რა და როგორ თქვა, რადგან განსხვავებული პოზიციები ვრცელდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დადგებიან თუ არა ბურჯანაძის გვერდით, ასეთი ნაბიჯის შემდეგ, უსუფაშვილმა განაცხადა: „პროპორციულ არჩევნებს თუ მხარს დაუჭერს კახა კალაძე მე მასთან ერთად მოვაწერ ხელს დოკუმენტს, თუ ნინო ბურჯანაძე დაუჭერს მხარს პროპორციულ არჩევნებს, მისი იქ წასვლა ქვეყნისთვის პრობლემა და არა პროპორციული არჩევნებისთვის“.