დავით უსუფაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმები დააგვიანა, მრავალპარტიულობა იმით არის კარგი, რომ ქვეყანა არასოდეს იყოს დამოკიდებული ერთ პარტიაზე, წინსვლას ვინც ფეხს აუწყობს, ის იქნება გამარჯვებულიც

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმები დააგვიანა.

როგორც უსუფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრისას აცხადებს, პარტიის ლიდერები კრიზისებს თავად გაუმკლავდებიან.

მისივე თქმით, მრავალპარტიულობა იმით არის კარგი, რომ ქვეყანა არასოდეს იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ პარტიაზე.

„ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმები დააგვიანა. 2012 წლიდან დღემდე შესაძლებელი იყო სერიოზული და საჭირო ცვლილებები. ალბათ, ამ კრიზისებს პარტიის ლიდერები თავად გაუმკლავდებიან. მრავალპარტიულობა იმით არის კარგი, რომ ქვეყანა არასოდეს არ იყოს ჩამოკიდებული და დამოკიდებული რომელიმე ერთ პარტიაზე, ამ წინსვლას ვინც ფეხს აუწყობს და ხელს შეუწყობს, ის იქნება წარმატებულიც და გამარჯვებულიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.