დავით უსუფაშვილი - მთავარმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, არსებობდეს მხოლოდ მიშას და ბიძინას გუნდები, დანარჩენები კი მხოლოდ ანტურაჟის როლს ვასრულებდეთ
დავით უსუფაშვილი - მთავარმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, არსებობდეს მხოლოდ მიშას და ბიძინას გუნდები, დანარჩენები კი მხოლოდ ანტურაჟის როლს ვასრულებდეთ

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ამომრჩეველს ქუთაისში შეხვდა.

პირველი არხის ჟურნალისტი ინფორმაციით, უსუფაშვილმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ჩვენ ძალიან მცირე შესაძლებლობა გვაქვს წინასაარჩევნოდ. მე რომ ვუყურებ, ჩემ წინ მსგავს შეხვედრებზე მიკროფონების რაოდენობა მცირდება კი არ იზრდება, რადგან მთავარმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, დანარჩენი სუბიექტები გაგვაქრონ პოლიტიკური ასპარეზიდან და არსებობდეს მხოლოდ მიშას გუნდი და ბიძინას გუნდი, დანარჩენები კი მხოლოდ ანტურაჟის როლს ვასრულებდეთ. მათი მთავარი მისიაა, დაამტკიცონ, ვინ უფრო უარესია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.