დავით უსუფაშვილი - მთავარია არა ის, ვინ და როდის წავა უკრაინაში, არამედ ის, რომ საქართველოს მკაფიო პოზიცია ჰქონდეს საკითხზე, როცა წყალგამყოფის ერთ მხარეს არის ბოროტება და მეორე მხარეს სიკეთე
დავით უსუფაშვილი - მთავარია არა ის, ვინ და როდის წავა უკრაინაში, არამედ ის, რომ საქართველოს მკაფიო პოზიცია ჰქონდეს საკითხზე, როცა წყალგამყოფის ერთ მხარეს არის ბოროტება და მეორე მხარეს სიკეთე

„ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიციები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკოსების განცხადება, რომლებიც საკუთარი ცხვირის წინ ვეღარაფერს ხედავენ, ვერ ხედავენ ქართველ ხალხს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უკრაინის მიმართ ერთიანი პოზიცია უნდა გამოხატოს.

„დღეს მთავარია არა ის, ვინ და როდის წავა უკრაინაში, არამედ ის, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს მკაფიო პოზიცია ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ როცა წყალგამყოფის ერთ მხარეს არის ბოროტება და მეორე მხარეს სიკეთე, ჩვენ სიკეთის, ანუ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მთავრობის მხარეს ვართ, იქ სადაც მთელი დემოკრატიული საზოგადოება. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია ისეთი სახის დისკუსიის შემოტანა ვინმეს მოგვწონს თუ არა ხელისუფლებაში ესა თუ ის პირები და რა დამოკიდებულებაა მათ მიმართ. „ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიციები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკოსების განცხადება, რომლებიც საკუთარი ცხვირის წინ ვეღარაფერს ხედავენ, ვერ ხედავენ ქართველ ხალხს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, უკრაინაში ომია და იქ ხალხი იღუპება. ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცი და ამ დროს ასეთი ულტიმატუმებით გამოდიან. ამის მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ კეთილგონიერების ნაპერწკალი გაიმარჯვებს და ეს რიტორიკა, რომელიც ბოლომდე არასწორია, ერთადერთი გადაწყვეტილება არ იქნება. ამიტომ, უკრაინის მიმართ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა. ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.