დავით უსუფაშვილი - მჯერა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე
დავით უსუფაშვილი - მჯერა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ხმა 54-ე საარჩევნო უბანზე მისცა. „შენების მოძრაობის“ ლიდერი არჩევნებზე შვილებთან ერთად მივიდა.

საკუთარი არჩევანი მისმა უფროსმა ვაჟმაც დააფიქსირა, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობს.

დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს გადამწყვეტი ქართველი ხალხის არჩევანია.

„მოხარული ვარ, რომ ამ არჩევნებზე მომეცა საშუალება, საქართველოს მოსახლეობისთვის მიმეცა არჩევანის საშუალება. გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს.

იმედი მაქვს, ვნახავთ იმ შედეგებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და ქვეყანას არ შეიყვანს რაიმე ტიპის ჩიხში. მაქვს იმედი, რწმენა, მჯერა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.