დავით უსუფაშვილი - მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას არასოდეს არ მივანიჭებ
დავით უსუფაშვილი - მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას არასოდეს არ მივანიჭებ

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას არასოდეს არ მივანიჭებ,- ასეთი განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ კონსტიტუციით გამოყოფილი სამი თანამდებობის პირი, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებსაც ქვეყნის სიმბოლოს დატვირთვა აქვთ, იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. კანონმა უნდა განსაზღვროს, რომ რომელიმე მათგანმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ასე შებღალა ეს სახელმწიფო, ვერასოდეს ვერ უნდა მოდიოდეს ამ ქვეყანაში, როგორც მოქალაქე!

„პრეზიდენტმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ასობით ათასი მოქალაქე, რომელთაც საქართველოსთან კავშირი აქვთ გაწყვეტილი. ვისაც ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და განაცხადებს დაბრუნების სურვილს, უნდა დაუბრუნდეთ მოქალაქეობა, მაგრამ, მე ვიქნები პრინციპული, როცა საქმე ეხება საქართველოს ყოფილ მოქალაქე, ყოფილ პრეზიდენტს, ყოფილ პრემიერს, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს. თუ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე, ის ვერასოდეს ვერ უნდა დაუბრუნდეს ამ სტატუსს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.