დავით უსუფაშვილი - მამუკა ბახტაძე ძალიან მშრომელი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ქვეყანას პოლიტიკური პატრონი სჭირდება
დავით უსუფაშვილი - მამუკა ბახტაძე ძალიან მშრომელი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ქვეყანას პოლიტიკური პატრონი სჭირდება

მამუკა ბახტაძე ძალიან მშრომელი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია, ასე გავიცანი მე, მაგრამ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური პატრონი და პოლიტიკური პატრონობა შეუძლია იმ ადამიანს, ვისაც აქვს ხალხის მანდატი, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა თავადაც დაინახა, რომ მის გარეშე მის გუნდს სერიოზული პრობლემები შეექმნა და ამიტომ პარტიის თავმჯდომარედ მობრუნდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ პარტიის გამართვა კი არა, ქვეყნის გამართვაა საჭირო.

„სწორი იქნებოდა თავად ბიძინა ივანიშვილს აეღო ეს პასუხისმგებლობა. მას აქვს ვალდებულება, ხალხს მისი იმედი აქვს. მაშინაც როცა კვირიკაშვილის რამე არ მოწონდა თუ მოწონდა, ყველას ჰქონდა აზრად, რომ ბიძინა ამას გამოასწორებს. სამწუხაროდ, გრძელდება იგივე ვითარება, ამ ვითარებაში პროფესიონალ ადამიანებს რამდენის გაკეთება შეეძლებათ ეჭვი მეპარება. დღეს რაც მოვისმინე, ახალი დასახელებული კანდიდატის განცხადება, რომ ევროპისკენ მივდივართ, ეს მხოლოდ სურვილებით არ ხდება, ამას სჭირდება ევროპული გამოცდილების გაზიარება. მგონია, რომ ფუნდამენტური საკითხების მოგვარება ვერ მოხერხდება, უკეთეს შემთხვევაში უნდა მივაღწიოთ როგორმე საპარლამენტო არჩევნებამდე სადაც, სრულიად აუცილებელია ახალი ხელისუფლება. ოცნება შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.