დავით უსუფაშვილი - ლუკაშენკომ ბევრი იმოძრავა და ბოლოს პუტინს ჩაბარდა
დავით უსუფაშვილი - ლუკაშენკომ ბევრი იმოძრავა და ბოლოს პუტინს ჩაბარდა

ბოლო წლების განმავლობაში ალექსანდრ ლუკაშენკომ ბევრი იმოძრავა და ბოლოს ვლადიმერ პუტინს ჩაბარდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ შეძლებს, რადგან ამას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უკრძალავს.

„ბოლო წლების განმავლობაში ლუკაშენკომ ბევრი იმოძრავა და ბოლოს პუტინს ჩაბარდა. ახლა ასრულებს იმ ზრახვებს, რაც იმპერიალისტ რუსეთს ამოძრავებს. ამიტომ, არ მიკვირს, რომ აფხაზეთში ჩავიდა, არაოფიციალური ვიზიტით და ა.შ. საქართველოში ვეღარ ჩამოვა, რადგან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ამას უკრძალავს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.