დავით უსუფაშვილი - ლაშა ბაქრაძე სათქმელს თავად იტყვის, ვფიქრობ, პოლიტიკური ცხოვრების რელსებზე გადასვლა რთულია შემოქმედი ადამიანებისთვის
დავით უსუფაშვილი - ლაშა ბაქრაძე სათქმელს თავად იტყვის, ვფიქრობ, პოლიტიკური ცხოვრების რელსებზე გადასვლა რთულია შემოქმედი ადამიანებისთვის

პოლიტიკური ცხოვრების რელსებზე გადასვლა ხშირად რთულია ხოლმე შემოქმედი, თავისუფალი პროფესიის ადამიანებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარტიიდან ლაშა ბაქრაძის წასვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ლაშა ბაქრაძე სათქმელს თავადვე იტყვის.

„მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრების რელსებზე გადასვლა ხშირად რთულია ხოლმე შემოქმედი, თავისუფალი პროფესიის ადამიანებისთვის, მე მგონი, ამასთან გვქონდა საქმე. დანარჩენზე ლაშა თავად ისაუბრებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.