დავით უსუფაშვილი გურჯაანსა და სიღნაღში ამომრჩეველს შეხვდა
დავით უსუფაშვილი გურჯაანსა და სიღნაღში ამომრჩეველს შეხვდა

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი გურჯაანსა და სიღნაღში ამომრჩეველს შეხვდა.

უსუფაშვილი ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს ფეთქებადსაშიშს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსახლეობას ხელისუფლება საიმედოს არაფერს ჰპირდება.

„ხალხი არის უზომოდ შეწუხებული და გაჭირვებული, ხვალინდელი დღის იმედი არ აქვთ. ხელისუფლებამ არათუ დღევანდელი პრობლემები არ მოაგვარა, ხვალისთვისაც არაფერს ჰპირდება. ხალხს უნდა, ხელისუფლებისგან მოისმინოს გონივრული რამ, ისინი კი ჰპირდებიან მარიხუანას დათესვას და მოყვანას. ეს არის სახიფათო ზღვართან მისული ფონი ქვეყანაში“, – აცხადებს უსუფაშვილი.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკოსებსაც და ხელისუფლებასაც გონივრული მოქმედება მართებთ და მათ სიტუაციის სწორად შეფასებისა და ხალხის განწყობის დანახვისკენ მოუწოდებს.