დავით უსუფაშვილი - ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია
დავით უსუფაშვილი - ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ რამდენიმე თვე ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „​დეოლიგარქიზაციას თუ ​დებიძინიზაცია ჰქვია, დეპოლარიზაციას დეკობახიზაცია ჰქვია“.

ადამიანები, რომლებიც აღვივებენ განხეთქილებას და ხელს იშვერენ, რომ იმას ეს უნდა, იმის მიუხედავად, კობახიძე რას იტყვის, ჩემგან გაგიგიათ, რომ ის არის ქვეყნის მტერი? – ვლაპარაკობ იმაზე, რომ მას რაღაც შეეშალა და არასწორად ესმის. ანუ, მე ხელს ვუწყობ დეპოლარიზაციას. ვინც გამოდის და ლაპარაკობს, რომ მე ომი, ქვეყნის დაქცევა და რაღაც უბედურება მინდა, ის ხელს უწყობს პოლარიზაციას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.