დავით უსუფაშვილი - ეს არის საარჩევნო ომის მთავრობა
დავით უსუფაშვილი - ეს არის საარჩევნო ომის მთავრობა

ეს არის საარჩევნო ომის მთავრობა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება პოლარიზებული გახადოს საზოგადოება და სააკაშვილის აჩრდილის შიშით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სცენარი განვითარდეს ამ არჩევნებზეც, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„ივანიშვილი რვა წლის წინ ქართულ პოლიტიკაში მოვიდა მთავარი დაპირებით, რომ გააერთიანებდა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და შექმნიდა უკეთეს მომავალს. რვა წლის შემდეგ მან შექმნა მთავრობა, რომელიც მოწოდებული იქნება იმისთვის, რომ საზოგადოება ვერ და არ გამთლიანდეს და გაგრძელდეს ის დაპირისპირება, რომელიც ნთქავს ეროვნულ რესურსს, არ აძლევს ქვეყანას საშუალებას ფეხზე დადგეს და არ აძლევს საშუალებას საზოგადოებას ამოისუნთქონ. ეს არის საარჩევნო ომის მთავრობა. მისი მიზანია, რაც შეიძლება პოლარიზებული გახადოს საზოგადოება და სააკაშვილის აჩრდილის შიშით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სცენარი განვითარდეს ამ არჩევნებზეც. ეს არის ამ მთავრობის არსი. დანარჩენი საკითხები უკვე დეტალებია“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.