დავით უსუფაშვილი - ელჩები გაოგნებულები არიან იმით, რაც საქართველოში მოხდა
დავით უსუფაშვილი - ელჩები გაოგნებულები არიან იმით, რაც საქართველოში მოხდა

ელჩები გაოგნებულები არიან იმით, რაც საქართველოში მოხდა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ელჩები გაოგნებულები არიან იმით, რაც საქართველოში მოხდა. რამდენიმემ ისიც თქვა, ეს მათ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მთავრობები დიდი ხმის წასულები იქნებოდნენ. იმიტომ, რომ უმრავლესობამ ამხელა პოლიტიკური დაპირება თუ ვეღარ შეასრულა, ე.ი უმრავლესობა დაიშალა და თუ უმრავლესობა დაიშალა, მაშინ მთავრობა უნდა წავიდეს. მათთვის ეს სრულიად გაუგებარია“,- აცხადებს უსუფაშვილი.

მისივე თქმით, დიპკორუპუსის წარმომადგენლები მოუწოდებენ ყველას, მათ შორის ოპოზიციას, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდნენ.

„ცხადია, ისინი ყველას მოუწოდებენ, მათ შორის ოპოზიციას, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში დარჩნენ. ეს რჩევაა, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს რამე საბაბი ყურადღების გადატანის. მაგრამ მე მათ მოვახსენე, რომ ვარ ცოცხალი მაგალითი, რომელსაც არც რამე დამიპიკეტირებია და არც არაფერი ჩამიდენია. ყველას ერთადერთ რამეს ვეხვეწები, მოდი ამ თემაზე ვიპატაკოთ. იქიდან რა არის პასუხი – არა, ჩვენ ლაპარაკის გზა დავხურეთ. ეს რომ ასეა, არც მე და არც სხვას არგუმენტები აღარ გვაქვს, რომ ვინც უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრეა, იმას რამეზე დაველაპარაკოთ. ესაა პრობლემა“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოლიტიკოსებმა ელჩებს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, ოფიციალურ მიმართვას დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ხვალ გაავრცელებენ.