დავით უსუფაშვილი - დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის ფანჯრის დახურვა
დავით უსუფაშვილი - დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის ფანჯრის დახურვა

დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის ფანჯრის დახურვა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პრობლემაა, როცა ხელისუფება დიალოგზე უარს აცხადებს.

„მე პირდაპირ მივმართე ივანიშვილს და ვუთხარი, რომ ოპოზიციურ სპექტრში ჩვენ განსხვავებული სტილის და გემოვნების ხალხი ვართ, ვინც უფრო რადიკალური ქმედების მომხრეა, მომეცი საშუალება, რომ იმ ხალხს ველაპარაკო, მოდი ამ გზით წავიდეთ, მოდი დავილაპარაკოთ, ანუ ხელისუფება, რომელიც დიალოგზე უარს აცხადებს, ეს უკვე ხდება სუპერ პრობლემა ყველას და ყველაფრის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დღე მშვიდობით ჩაივლის.

„ჯერ მთავარია, დღევანდელი დღე დასრულდეს ნაკლები ხიფათით და ნაკლები ადამიანური დანაკარგებით. იმედი მაქვს, არავინ დასახიჩრდება და ამ თვალსაზრისით მაინც მშვიდობიანად ჩაივლის“, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.