დავით უსუფაშვილი - დათო მაღრაძემ მისვლა და მოსმენა შემომთავაზა, მივალ და მოვუსმენ
დავით უსუფაშვილი - დათო მაღრაძემ მისვლა და მოსმენა შემომთავაზა, მივალ და მოვუსმენ

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე მისვლას აპირებს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„მისვლა და მოსმენა შემომთავაზა დათო მაღრაძემ და მივალ და მოვუსმენ დღეს. ხვალაც მივალ და მოვუსმენ ყველას, ვინც ჩათვლის, რომ ოცნება შესაცვლელია, მაგრამ არა ნაცური რევანშით ან რუსული ზღაპრით. და კიდევ, დღეს შალვა შავგულიძესაც ვნახავ და ვეტყვი, რომ გაუგონარმა ცილისწამებამაც კი არ უნდა დაგვაკარგინოს წონასწორობა და სიმართლისთვის ბრძოლის ჟინი“, – წერს დავით უსუფაშვილი.

„დაიცავი საქართველოს“ შეკრება დღეს გაიმართება.