დავით უსუფაშვილი - ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ადამიანებთან, ვისთანაც ახლოს არის ცენტრისტული იდეოლოგია
დავით უსუფაშვილი - ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ადამიანებთან, ვისთანაც ახლოს არის ცენტრისტული იდეოლოგია

„შენების მოძრაობა“ ვმუშაობთ ჩვენი გრაფიკით და ამ გრაფიკის მიხედვით 2020 წლის თებერვალში „შენების მოძრაობის“ აქტივისტები დავაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა ხაზარაძე-ჯაფარიძესთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ კითხვის პასუხად.

მისი თქმით, „შენების მოძრაობამ“ პარტიის დაფუძნების შესახებ წელიწადნახევრის წინ განაცხადა და ამ ხნის განმავლობაში ბევრ ადამიანთან გამოძებნა საერთო ენა.

„2020 წლის თებერვალში „შენების მოძრაობის“ აქტივისტები დავაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, ისე, როგორც ეს განვაცხადეთ წელიწადნახევრის წინ. ამ ხნის განმავლობაში ბევრ ადამიანთან გამოვნახეთ საერთო ენა და პარტიას ერთად შევქმნით. დარჩენილ დღეებში ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის სხვა ადამიანებთან, ვისთანაც ახლოს არის ცენტრისტული იდეოლოგია და რაც მთავარია, კარგად ესმის დღევანდელი საქართველოს აუცილებლობა – ქვეყანას სჭირდება მშვიდობის პარტია, რადგან ომის პარტიებმა ქვეყანა მიიყვანეს უფსკრულის პირას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის „შენების მოძრაობის“ გეგმა.

„ამ გეგმის მიხედვით ვისთან რა ურთიერთობა მოგვიწევს ეს დამოკიდებული არ არის ჩვენზე, ეს დამოკიდებულია ბევრ სხვა ადამიანზე, ვინც პოლიტიკაში არის ან აპირებს შემოსვლას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასაც აპირებენ.

დატოვე კომენტარი