დავით უსუფაშვილი - არჩევნებში კონკურენცია მძაფრი იქნება, ნურავის ეგონება, ჯიბეში მარტივი გამარჯვება უდევს
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში კონკურენცია მძაფრი იქნება, ნურავის ეგონება, ჯიბეში მარტივი გამარჯვება უდევს

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ქალაქ ფოთში ამომრჩეველს შეხვდა. უსუფაშვილი ქალაქში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა. ცნობილია ყველა საპრეზიდენტო კანდიდატიც. უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგ შემოვლას ახორციელებენ და ხვდებიან მოსახლეობას.

„პირველ რიგში, გვაქვს შეხვედრები ჩვენს ადგილობრივ აქტივისტებთან, რომლებიც უკვე იწყებენ სააგიტაციო მასალის გავრცელებასა და მძაფრ კონკურენციაში შესვლას. არჩევნებში ნამდვილად იქნება მძაფრი კონკურენცია. ნურავის ეგონება, რომ მარტივი გამარჯვება უდევს ჯიბეში. მე ასე არ მგონია და მზად ვარ სერიოზული კონკურენციისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა.