დავით უსუფაშვილი – არც ერთი მოთხოვნა არ არის მიღწევადი, თუ ივანიშვილმა არ დაინახა, რომ მას სერიოზული დისკომფორტი შეექმნა
არც ერთი მოთხოვნა არ არის მიღწევადი, თუ ივანიშვილმა არ დაინახა, რომ მას სერიოზული დისკომფორტი შეექმნა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მან ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კიდევ ერთხელ შესთავაზა.
„ეს დისკომფორტი არის არა მხოლოდ აქ შეკრებილი ხალხი, არამედ მისთვის სუსტ წერტილში დასმული საკითხი, რადგან გვითხრა, პროპორციული მინდოდა და ხმები არ გვეყოო. ჩვენ ვთავაზობთ მოდელს, რომელსაც 76 ხმა სჭირდება. ის ამბობს, რომ მაჟორიტარებს თავიანთი ოლქების გაუქმება არ უნდათო. გერმანული მოდელი მაჟორიტარის ოლქებს ტოვებს. ახლა რა არგუმენტი აქვს?“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სახეზეა სახელისუფლებო გუნდის კრიზისი.
„მთავარია, ივანიშილის ახალ მახეში არ შევაბიჯოთ და რამე უკანონო და ძალადობრივი ქმედებების პროვოცირება არ მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, მორალური უპირატესობაც შევინარჩუბოთ და კანონთანაც ვიყოთ პირნათელი. ეს არ არის სამხედრო შენაერთების მოძრაობები, ის უკან დაიხევს თუ არა და ა.შ. იმიტომ რომ, მგონია, 90 ქალაქსა და რაიონში კვირაში ერთხელ ერთდრულად 100-100 ადამიანის დადგომა უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნის ხელისუფლებას, ვიდრე ჩვენ აქ ვიდგეთ, სანამ წავიქცევით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილებიდან მსვლელობით შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტებიც.