დავით უსუფაშვილი -12-13 წელია „რუსთავი 2“ იმყოფებოდა „ალი ბაბას და 38 ყაჩაღის“ მფლობელობაში, დანარჩენი ორი ყაჩაღის, ოქრუაშვილისა და ხალვაშის თემა გასარკვევია
დავით უსუფაშვილი -12-13 წელია „რუსთავი 2“ იმყოფებოდა „ალი ბაბას და 38 ყაჩაღის“ მფლობელობაში, დანარჩენი ორი ყაჩაღის, ოქრუაშვილისა და ხალვაშის თემა გასარკვევია

ბოლო 12-13 წლის განმავლობაში, „რუსთავი 2“ იმყოფებოდა ალი ბაბას და 38 ყაჩაღის მფლობელობაში, აი დანარჩენი იმ ორი ყაჩაღის თემაა გასარკვევი, ოქრუაშვილისა და ხალვაშის, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დეპუტატებს ხვდებიან.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის გარშემო ყველაფერი უნდა გაირკვეს, რათა ბევრი რამ დადგეს თავის ადგილზე.

თორე დანარჩენი იქიდან აქეთ მოყოლებული, რომ რა ხდებოდა ამ ტელევიზიის გარშემო გასარკვევია, მაგრამ ეგეც უნდა გაირკვეს და ეგეც ბოლომდე უნდა მივიდეს იმისთვის, რომ მართლაც, ბევრი რამ დადგეს თავის ადგილზე.

„არის თემა, რომელიც ასევე საჩოთიროა თითქოს, მაგრამ მოდით, ყველამ გავამაგროთ ერთმანეთი. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კითხვების, პრეტენზიების იმ ნაწილში, სადაც სწორედ თავისუფლება და დამოუკიდებლობა სხვა მხრიდან იყო ხოლმე დარღვეული, ეს გასასწორებელია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ეს აღელვებს? მოდით, ასე დავსვათ კითხვა. მოკლედ, სააკაშვილის გავლენა რომ აღარ ყოფილიყო „რუსთავი 2“-ზე და „რუსთავი 2“ ყოფილიყო დამოუკიდებელი, აქტიური, შემტევი, მიმწოლი და ა.შ. არ იქნებოდა ინტერესი მისი გაჩუმების? სამწუხაროდ, იქნებოდა. აი, ეგ არის ტესტი სინამდვილეში, ვინ არის მედიის მხარდაჭერით მოტივირებული და ვინ არის უბრალოდ შეშინებული, რომ ვიღაცამ შეიძლება, ხმამაღლა თავისი აზრი გამოთქვას. სხვათა შორის, 2004 წელს ეს იყო, რევოლუციის ლიდერებს ეს კომპლექსი ჰქონდათ. „ვარდების რევოლუციის“ ნომერ პირველი შემოქმედი იყო „რუსთავი 2“. ამით შეშფოთებულ ხალხს ვხედავთ და ეს არის ცუდი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.