დავით სონღულაშვილი – ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩართულია, რათა სტიქიით მიყენებული ზიანი მოკლე ვადაში იყოს შეფასებული და აღმოფხვრილი, აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი ღონისძიებები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
„მნიშვნელოვანია რეაგირება, რასაც სახელმწიფო აკეთებს. ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩართულია, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ზიანი შეფასებული და აღმოფხვრილი. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აღდგენითი ღონისძიებები. მდგომარეობის შესაფასებლად დილიდან ადგილზე მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი და სწავლობენ შექმნილ მდგომარეობას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თელავში არსებული ვითარების შესასწავლად, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილიც იმყოფებოდა.