დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო

18:45, 22.07.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ გულედანთან ერთად, სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ  სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

შიდა ქართლის სატყეო სამსახურში 86 თანამშრომელია დასაქმებული, აქედან 10 მეტყევე და 39 ტყის მცველია.

ადგილობრივი მოსახლეობა განახლებულ სივრცეში სარგებლობს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით, რაც გულისხმობს სათბობი შეშით უზრუნველყოფას, ინფორმაციის მიღებას ტყეში არამერქნული რესურსით სარგებლობის წესების, ასევე აუქციონებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული სატყეო სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერება ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის აღსრულებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

„მნიშვნელოვანია, ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ არსებულ საჭიროებებზე, შევქმნათ სათანადო სამუშაო პირობები და ჩვენი თანამშრომლების სოციალური დაცვის მექანიზმები, რაც ქმნის საფუძველს მეტი მოტივაციისთვის და უკეთეს შედეგებს ვაღწევთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრთან ერთად, ადგილზე მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, პარლამენტის დეპუტატები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი