დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც გაერო-ს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც გაერო-ს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიცაში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს კონფერენციაში: „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

უწყების ცნობით, განხილვის მთავარი თემაა ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების შემცირება, ზღვის ეკოსისტემების აღდგენა და საზღვაო ბიომრავალფეროვნების დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენას საზღვაო გარემოზე და საერთო გლობალურ მიდგომებს აღნიშნული საფრთხის წინააღმდეგ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, საფრანგეთში იმყოფება მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.