დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობას მიიღებს
დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობას მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

„დაგეგმილია შეხვედრები ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ემანუელ სუბეირანთან (Dr. Emmanuelle Soubeyran), პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრთან, ჟოზე მანულე ფერნანდესთან (Mr. Jose Manuel Fernandes) , ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრთან, ლუის პლანას პუჩადესთან (Mr. Luis Planas Puchades). მინისტრთან ერთად, საფრანგეთში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.