დავით სონღულაშვილი - რუმინეთში ოფიციალური შეხვედრებისას კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა
დავით სონღულაშვილი - რუმინეთში ოფიციალური შეხვედრებისას კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა

რუმინეთში ოფიციალური შეხვედრებისას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ რუმინეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

სონღულაშვილის თქმით, მსჯელობა იყო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.

„მეორე დღეა, რუმინეთში ოფიციალური შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. საქართველომ მხარდაჭერა მიიღო როგორც სენატიდან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ რუმინეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული და დაფიქსირებული. მსჯელობა იყო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე – შავი ზღვა გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ხიდი და არა – საზღვარი. შესაბამისად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შალვა პაპუაშვილთან ერთად შედიან დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა და ეკატერინე სეფაშვილი.