დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში იმყოფება
დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში იმყოფება.

სონღულაშვილი ქალაქ რუსთავში, სამრეწველო საწარმო „რუსთავის აზოტში“ ბოლო წლებში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნობა.

მინისტრი ქვემო ქართლის მხარეში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში, „თელეთის რძის პროდუქტებში“ ფერმერებს შეხვდება და არსებულ გამოწვევებზე მიიღებს ინფორმაციას.

„მინისტრი ხრამის არხის სარწყავ სისტემაზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს და შპს საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებსა და მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. დავით სონღულაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონულ ოფისებსაც ესტუმრება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობას გაეცნობა და თანამშრომლებს შეხვდება“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.