დავით სონღულაშვილი - „ჰერითიჯის ფონდის“ ეს შედეგი ძალიან მოგვეხმარება ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში
დავით სონღულაშვილი - „ჰერითიჯის ფონდის“ ეს შედეგი ძალიან მოგვეხმარება ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში

ჰერითიჯის ფონდის“ ეს შედეგი ძალიან მოგვეხმარება ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა „ჰერითიჯის ფონდის“ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პანდემიის პერიოდში საქართველომ, სწორი მოქმედებებით შეძლო, შეენარჩუნებინა პოზიციები, რაც ძალიან კარგი მესიჯია ინვესტირებისთვის.

ჰერითიჯის ფონდის“ ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიის პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ სწორი მოქმედებებით შეძლო, შეენარჩუნებინა პოზიციები, რაც ძალიან კარგი მესიჯია ინვესტირებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის. ასეთი ტიპის შედეგები ძალიან მოგვეხმარება ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში, რადგან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, პანდემიასთან ერთად, ეკონომიკური კრიზისია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური კრიზისიდან სწორად გამოვიდეთ. ასეთი ტიპის შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია სწორად ვიმოქმედოთ და ნაბიჯები სწორად გადავდგათ, რათა ეკონომიკა სწრაფად აღდგეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.