დავით სონღულაშვილი - გერმანიასთან დადებული შეთანხმება ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს
დავით სონღულაშვილი - გერმანიასთან დადებული შეთანხმება ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს

გერმანიასთან დადებული შეთანხმება, ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული შეთანხმება არის საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს შრომითი ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ იდენტური სამუშაო პირობები, ისე როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

„ეს ხელშეკრულება არის იმის გარანტი, რომ ჩვენი თანამემამულეებიც იგივე შრომითი უფლებებითა და იგივე სამუშაო პირობებით ისარგებლებენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები“,- განაცხადა სონღულაშვილმა.

2020 წლის 17 იანვარს, საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ ლეგალურად დასაქმდნენ. მსურველთათვის, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან იწყება რეგისტრაცია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ცირკულარული შრომითი მიგრაციის სახელმწიფო სქემებით იქმნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური, უსაფრთხო და ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ. მსგავსი, დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გერმანიის გარდა, ბულგარეთთან და ისრაელთანაც მიმდინარეობს.