დავით სონღულაშვილი - ფრანკოფონიის ასამბლეაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დელეგატებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისკენ, ღირსეულად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს
დავით სონღულაშვილი - ფრანკოფონიის ასამბლეაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დელეგატებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისკენ, ღირსეულად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს

ფრანკოფონია და, განსაკუთრებით, ევროპის რეგიონი მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს ძალიან ბევრ ქვეყანას, რომლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც, თავისთავად ცხადია, სესიაზე დასწრების ძირითადი ხაზი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

როგორც სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონული შეკრების დაწყებამდე განაცხადა, ასამბლეაზე წარმოდგენილი არიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები.

„ასამბლექაზე წარმოდგენილი არიან პარლამენტის წევრები, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, შიდა პარლამენტების განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან მიმართებით. გამოსვლას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ღირსეულად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, ჩვენ საკმაოდ დიდი როლი გვაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება აუცილებლად ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც აუცილებლად მხარდაჭერილია ამ ფრანკოფონიის პლატფორმის ევროპული რეგიონის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა სონღულაშვილმა.