დავით სონღულაშვილი - 20 წელია, საქართველოს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს, დღევანდელ სესიაზე, ფაქტობრივად, ხდება ასოცირებულ წევრად არჩევა
დავით სონღულაშვილი - 20 წელია, საქართველოს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს, დღევანდელ სესიაზე, ფაქტობრივად, ხდება ასოცირებულ წევრად არჩევა

20 წელია, საქართველოს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს და დღევანდელ სესიაზე ხდება, ფაქტობრივად, ასოცირებულ წევრად არჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრანკონფონიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში პირველად ტარდება.

„საქართველოში პირველად ტარდება ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა. ეს მოიცავს ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებას. არის 48-ე სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა, რადგან საქართველოს 20 წელია, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს და ამ სესიაზე ხდება, ფაქტობრივად, ასოცირებულ წევრად არჩევა, რაც, თავისთავად ცხადია, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებაში. ეს თავის თავში გულისხმობს როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას ამ ქვეყნების ფორმატში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, რომ ფრანკოფონიის გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი არის საფრანგეთი და ევროპის ფრანგულენოვანი ქვეყნები. ისინი ერთ-ერთ ძლიერი მხარდამჭერები არიან საქართველოსი. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოში ტარდება, ეს ამ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.