დავით სიხარულიძე - მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს სამიტი ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი იყოს
დავით სიხარულიძე - მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს სამიტი ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი იყოს

მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს სამიტი იყოს წინგადადგმული ნაბიჯი ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ და აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ პირველ არხს ნატო-ს სამიტის მოლოდინებზე საუბრისას განუცხადა.

„ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან და სერიოზული ძალისხმევა ქართული მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მკაფიო გზავნილი საქართველოს წევრობის თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და გვაქვს მექანიზმები.

მექანიზმებზე გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი. აქ მკაფიოობას შეიტანს ის, თუ როგორი გზით მოხდება საქართველოს გაწევრიანება ალიანსში და რა არის ეს პროცედურული გზა, რომელმაც საქართველო წევრობამდე უნდა მიიყვანოს“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.