დავით სიხარულიძე - აშშ-ი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თანმიმდევრული და მიზანმიმართული მხარდამჭერია
დავით სიხარულიძე - აშშ-ი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თანმიმდევრული და მიზანმიმართული მხარდამჭერია

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს საკითხი აშშ-სა და რუსეთის დღის წესრიგში იყოს, ამის შესახებ სიხარულიძემ პირველ არხს ბერლინში, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრული და მიზანმიმართული მხარდამჭერია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები აშშ-სა და რუსეთის დღის წესრიგში იყოს. აუცილებელია, რომ საქართველო თავისუფალი სამყაროსა და რუსეთის დიალოგის ფუნდამენტური ნაწილი იყოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ქართული ძალისხმევა ამისკენ იყოს მიმართული.არამარტო დიპლომატიური კორპუსის, არამედ მთლიანად სამთავრობო ძალების ძალისხმევაა ამ მიმართულებით გასაძლიერებელი.

ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესია, რომ დემოკრატიები იყოს დაცული და მათ ჰქონდეთ თავისუფლად განვითარების საშუალება“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.