დავით სერგეენკომ უკრაინელ მოსწავლეებს მიმართა - ყველანაირად ვეცდებით, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდი თქვენთვის გამორჩეული და დაუვიწყარი იყოს
დავით სერგეენკომ უკრაინელ მოსწავლეებს მიმართა - ყველანაირად ვეცდებით, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდი თქვენთვის გამორჩეული და დაუვიწყარი იყოს

გულწრფელად მჯერა, თქვენი საქართველოში ყოფნა დადებითი ემოციებით და ახალი მეგობრების შეძენით იქნება გამორჩეული, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ უკრაინელ მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომლებსაც დღეს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

„ყველანაირად ვეცდებით, რომ ის პერიოდი, რასაც თქვენ საქართველოში გაატარებთ, თქვენს ცხოვრებაში მართლაც გამორჩეული, დაუვიწყარი და დადებითი დრო იყოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა უკრაინელ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დღესვე, საკანონმდებლო ორგანოს უკრაინელი სტუმრები მთაწმინდის პარკში ტრამვაით გაემგზავრებიან, სადაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ულიმიტო აბონემენტებით ისარგებლებენ.