დავით სერგეენკო - ყველასთან უმორჩილესი თხოვნა მექნება, ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებსა და სისტემურ ანალიზებს
დავით სერგეენკო - ყველასთან უმორჩილესი თხოვნა მექნება, ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებსა და სისტემურ ანალიზებს

ყველასთან უმორჩილესი თხოვნა მექნება, ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ რაღაც აბსტრაგირებას, ექსპერტულ დასკვნებსა და სისტემურ ანალიზებს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსთავში, მამაკაცის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

„თავის წესი და რიგი აქვს ყველაფერს. თუ ეს იყო რაიმე ნივთიერებით გამოწვეული ფსიქოზი, ამ ტიპის მკურნალობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ასეთი შემთხვევების გამოყენება, რაღაც შორსმჭვრეტელური სისტემური დასკვნების დასადებად, არანაირად არ არის გამართლებული. ამისთვის არსებობს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საქმიანი ფორმატი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მკვლელობა რუსთავში, მერვე მიკრორაიონში 10 თებერვალს მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.