დავით სერგეენკო - ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მოსწავლეს სტატუსი არ შეუჩერდება
დავით სერგეენკო - ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მოსწავლეს სტატუსი არ შეუჩერდება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სავარაუდოდ,  ერთეული შემთხვევა იყო, როდესაც სკოლაში წითელას აცრის დადასტურება ანტისხეულების ანალიზით მოითხოვეს.

მისივე თქმით, საკმარისია მშობელმა წარადგინოს მხოლოდ ანკეტა, სადაც არის ჩანაწერი ვაქცინაციაზე.

დავით სერგეენკომ ხაზი გაუსვა, რომ თუ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლეს სტატუსს არ შეუჩერებენ.

„ცალსახად მინდა განვმარტო და თხოვნა მექნება ყველასთან, რომ ყურადღება მიაქციონ თითოეულ სიტყვას ამასთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას რომ ვთხოვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის არ წარდგენის შემთხვევაში მოსწავლეს გაუჩერდება სტატუსი. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ამოცანა ის არის, რომ მშობლების ყურადღება გავამახვილოთ, რათა იზრუნონ და იცოდნენ, რომ ვაქცინაცია გასაკეთებელია და არა იმისთვის, რომ სტატუსი შეუჩერონ ვინმეს. ალბათ ერთეული გაუგებრობა იყო, თუ სადმე ითხოვდნენ წითელას აცრის ანტისხეულების ანალიზით დადასტურებას. ამის საჭიროება არ არსებობს. საკმარისია წარადგინო ანკეტა, სადაც არის ჩანაწერი ვაქცინაციაზე“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.